თავში

შაქარაშვილის საქმის ადვოკატები განაჩენს გაასაჩივრებენ

შაქარაშვილის საქმის ადვოკატები განაჩენს გაასაჩივრებენ
შაქარაშვილის საქმის ადვოკატები განაჩენს გაასაჩივრებენ

ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არჩილ გაგნიძის ადვოკატის, ბექა ნემსიწვერიძის განცხადებით, სასამართლოს მიერ გამოტანილი განაჩენი უკანონოა.

როგორც მან მცხეთის რაიონულ სასამართლოში ჟურნალისტებს განუცხადა, დაცვის მხარე აღნიშნულ გადაწყვეტილებას აუცილებლად გაასაჩივრებს კანონით დადგენილ ვადებში.

„უკანონო გადაწყვეტილებაა, რომელიც ვერანაირად ვერ დასაბუთდება კანონის შესაბამისად. ეს არის ის, რომ ბიძინა სტურუა უახლოეს პერიოდში ალბათ დაინიშნება უზენაეს სასამართლოში ამ გადაწყვეტილერბის სანაცვლოდ. არ ველოდი, როგორ შეიძლება ველოდო ასეთ გადაწყვეტილებას მაშინ, როცა არანაირი მტკიცებულება და არანაირი დასაბუთება არ არის? რა თქმა უნდა, გავასაჩივრებთ. არც კანონში ჯდება, არც ლოგიკაში, არაფერში არ ჯდება ეს. ეს არის გარიგება, ამ გადაწყვეტილების სანაცვლოდ ბიძინა სტურუა დაინიშნება უზენაეს სასამართლოში“, - განაცხადა ნემსიწვერიძემ.

მისივე განმარტებით, მას შემდეგ, რაც საქართველოში ყველა ინსტანციას ამოწურავენ, საქმე სტრასბურგის სასამართლოში წავა. 

"შემდეგი ნაბიჯი იქნება ყველა ის მექანიზმი რაც კანონით არის განსაზღვრული, ჩვენ ამოვწურავთ ამას. არ გვაქვს იმის ილუზია, რომ სააპელაციო სასამართლო ან უზენაესი სასამართლო რამეს შეცვლის, თუმცა შემდეგ ვგეგმავთ, რა თქმა უნდა, მივმართოთ სტრასბურგის სასამართლოს. იქ უკვე ალბათ მივაღწევთ სიმართლეს" - ამბობს ნემსიწვერიძე. 

ცნობისთვის, ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის მკვლელობაში ბრალდებულ 3 პირს - არჩილ გაგნიძეს, ნიკოლოზ რევაზიშვილსა და ვახტანგ ჩიქოვანს, 16-16-წლიანი პატიმრობა მიესაჯა, 2 არასრულწლოვნის საქმეზე განაჩენი კი 16 მარტს გამოცხადდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system