თავში

შსს დაკარგული ჯარისკაცის შესახებ განცხადებას ავრცელებს

შსს დაკარგული ჯარისკაცის შესახებ განცხადებას ავრცელებს
შსს დაკარგული ჯარისკაცის შესახებ განცხადებას ავრცელებს

21 დეკემბერს გაუჩინარებული სამხედრო მოსამსახურე თბილისში იპოვეს, - ამის შესახებ შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ცნობით, ჯარისკაცი თავს კარგად გრძნობს და ამ წუთებში პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზე იმყოფება. 

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის გარდაბნის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, თავდაცვის სამინისტროს სამხედრო პოლიციასთან კოორდინაციით, ერთობლივად ჩატარებული ინტენსიური სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, თავდაცვის სამინისტროს საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურე თ.გ. თბილისში იპოვეს.

სამხედრო მოსამსახურე თ.გ. 21 დეკემბერს 09:00 სთ-მდე იმყოფებოდა განწესში და ასრულებდა დაკისრებულ მოვალეობას, ხოლო განწესის შეცვლის შემდეგ ისარგებლა კონტრაქტით გათვალისწინებული დათხოვნის უფლებით და დატოვა სამხედრო ნაწილის ტერიტორია.

ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლით მიმდინარეობს. სამხედრო მოსამსახურე თავს კარგად გრძნობს და გამოკითხვის მიზნით პოლიციის განყოფილებაშია გადაყვანილი", - ნათქვამია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაში. 

ცნობისთვის, 35 წლის სამხედრო 21 დეკმებერს ვაზიანის სამხედრო ბაზიდან გავიდა, თუმცა სახლში არ მისულა. მეორე დღეს ის, არც სამსახურში გამოცხადდა, რის მერეც მისი ძებნა დაიწყო.

მომხდართან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა თავდაცვის სამინისტრომ. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system