თავში

ცოტნე გამსახურდიას საქმეზე დაკავებულების მიმართ, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს

ცოტნე გამსახურდიას მკვლელობის მცდელობისა და დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებული 5 პირის, პეტრე ყუფარაძის, თორნიკე ქვათაძის, გიორგი სოლოღაშვილის, კახა ჩხეტიანის და ტატო ღარიბაშვილის მიმართ, სასამართლო აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე დღეს იმსჯელებს.

დაკავებულ პირებს ბრალი ოფიციალურად გუშინ წაუყენეს.
გიორგი სოლოღაშვილს ბრალი განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობიდან მკვლელობის მცდელობის მუხლით გადაუკვალიფიცირდა.

შეგახსენებთს, რომ ცოტნე გამსახურდიას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად ჩადენილი განზრახ მკვლელობის მცდელობის ბრალდებით სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობაში 2 პირია მიცემული, დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით კი 3 პირი დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები

orphus_system