თავში

თუ მოსამართლე იმსჯელებს ობიექტურად, გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს - რევაზიშვილის ძმა

თუ მოსამართლე იმსჯელებს ობიექტურად, გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს
თუ მოსამართლე იმსჯელებს ობიექტურად, გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს - რევაზიშვილის ძმა

თუ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და გავაშიშვლებთ ამ სისტემას, - ამის შესახებ Report.ge-ს გიორგი შაქარაშვილის საქმეში ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ძმამ განუცხადა.

ვახო რევაზიშვილის თქმით, თუ მოსამართლე ობიექტურად იმსჯელებს, განაჩენი გამამართლებელი იქნება. 

"რეალურად არის ორი ვარიანტი, ან მოსამართლე არის გაყიდული და გამოიტანს გამამტყუნებელ განაჩენს და მეორე ვარიანტია, რომ მოსამართლე იმსჯელებს ობიექტურად, რეალურად შეაფასებს საქმის მასალებს და გამოიტანს გამამართლებელ განაჩენს. 

ეს ყველაფერი გამოჩნდება, წინასწარ ვერაფერს ვერ ვიტყვი იქიდან გამომდინარე, რომ მე არ შემიძლია მოსამართლე სტურუას თავში ჩავიხედო. აქედან გამომდინარე, დაველოდებით განაჩენს და ამის შემდეგ უკვე გავაკეთებთ განცხადებას, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯი.

თუ გამამტყუნებელი განაჩენი იქნება, ჩვენ ბოლომდე ვიბრძოლებთ და გავაშიშვლებთ ამ სისტემას. ეს ინება პროტესტიც და იქნება სამართლებრივი დავაც. განაჩენი თუ გამამტყუნებელი იქნება, გავასაჩივრებთ სააპელაციო სასამართლოში და თუ იქაც თავს დაიბრმავებენ, უკვე საკასაციოში გავასაჩივრებთ და ამის შემდეგ, რა თქმა უნდა წავალთ სტრასბურგში. რაც შეეხება პროტესტს, სავარაუდოდ აქციებს გავმართავთ",- განაცხადა ვახო რევაზიშვილმა.

შაქარაშვილის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის, ნიკოლოზ რევაზიშვილის ადვოკატის თქმით, 9 თვის განმავლობაში არც ერთი მტკიცებულება და მოწმობა იმის შესახებ, რომ გიორგი შაქარაშვილი მოკლულია, არ გამოვლენილა. 

გიორგი შაქარაშვილის საქმის პროკურორის თქმით, ბრალდების მხარე გამამტყუნებელი განაჩენის გარდა არაფერს არ ელოდება.

ცნობისთვის, გიორგი შაქარაშვილის განზრახ მკვლელობის საქმეზე მცხეთის რაიონულ სასამართლოში განაჩენი შესაძლოა, დღეს გამოცხადდეს. აღნიშნულ პროცესზე მხარეები რეპლიკის უფლებით ისარგებლებენ და საბოლოო სიტყვას წარმოთქვამენ ბრალდებულები, რის შემდეგაც, სასამართლო განაჩენის გამოსატანად სათათბიროდ გავა. სხდომა მცხეთაში 11 საათიდან მიმდინარეობს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system