თავში

ვახო სანაიაზე თავდამსხმელებმა საპატიმრო დატოვეს

ვახო სანაიაზე თავდამსხმელებმა საპატიმრო დატოვეს
ვახო სანაიაზე თავდამსხმელებმა საპატიმრო დატოვეს

“ფორმულას“ ჟურნალისტსა და წამყვანზე, ვახო სანაიაზე თავდამსხმელებმა გლდანის სასჯელაღსრულების #8 საპატიმრო უკვე დატოვეს.

სანაიაზე თავდასხმაში ბრალდებულები - ვაჟა გიგაური, სულიკო საყევარაშვილი და გიორგი სახელაშვილი მოსამართლემ დამნაშავედ ცნო და მათ 6-თვიანი პატიმრობა შეუფარდა. თუმცა აღნიშნული ვადა დღეს ამოიწურა, შესაბამისად, ბრალდებულები დღესვე გათავისუფლდნენ გლდანის ციხიდან.

გადაწყვეტილება მოსამართლე გიორგი კერატიშვილმა მიიღო.

ჟურნალისტ ვახო სანაიას და მისი მეუღლის ნათესავს ნასვამ მდგომარეობაში მყოფი პირები თავს დაესხნენ. ვახო სანაია მომხდარს მის პროფესიულ საქმიანობას უკავშირებს.

ორი ან მეტი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის ბრალდებით დაკავებული იყო სამი პირი.

სამივე მათგანს პროკურატურამ ბრალი სამი მუხლით წარუდგინა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system