თავში

ელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს

ელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს
ელენე ხოშტარიასთან ეტლი მიიტანეს

პარლამენტში მოშიმშილე დეპუტატს, ელენე ხოშტარიას ეტლი მიუტანეს, მას დამოუკიდებლად გადაადგილება უჭირს.

პოლიტიკური პარტია "დროას" ლიდერმა, ელენე ხოშტარიამ, რომელიც მიხეილ სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მე-17 დღეა შიმშილობს, დღეს პროტესტის კიდევ უფრო მძიმე ფორმას მიმართა. 

დეპუტატი ამბობს, რომ მედიკამენტოზურ მკურნალობას აღარ ჩაიტარებს.

ექიმ ვახტანგ კალოიანის თქით, ელენე ხოშტარიას გადაწყვეტილება ძალიან სახიფათოა.

ელენე ხოშტარიამ პარლამენტის შენობაში შიმშილობა 3 ნოემბერს დაიწყო.

ცნობისთვის, 18 ნოემბრის საღამოს, მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა დამძიმდა.

ადვოკატ ბექა ბასილაიას თქმით, მიხეილ სააკაშვილმა გონება დაკარგა და წაიქცა.

პენიტენციური სამსახურის ინფორმაციით, სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.

შეგახსენებთ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი, პირველ ოქტომბერს დააკავეს.

მიხეილ სააკაშვილი ციხეში 50-ე დღეა შიმშილობს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system