თავში

"ეს მოსალოდნელი იყო" - ირაკლი კობახიძე

"ეს მოსალოდნელი იყო" - ირაკლი კობახიძე
ეს მოსალოდნელი იყო - ირაკლი კობახიძე

"მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნა, საკმაოდ მარტივი სცენარია და კლინიკაში მისი გადაყვანის შემდეგ ეს მოსალოდნელი იყო", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ განაცხადა. 

"ჩვენი წინასწარმეტყველება ახდა. ჩვენ თავიდანვე ვამბობდით, რომ როგორც კი მოხდებოდა სააკაშვილის გადაყვანა სხვა საავადყოფოში ციხის გარეთ, მაშინვე დაიწყებოდა საუბარი მის გათავისუფლებაზე, რაც ძალიან მარტივი სცენარია. ადამიანს როდესაც აქვს შეფარდებული 6-წლიანი სასჯელი, მაშინ მან ეს სასჯელი უნდა მოიხადოს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი სამართლის უზენაესობის უზრუნველყოფისთვის ჩვენს ქვეყანაში", - განაცხადა კობახიძემ.

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" წევრის, ეკა ხერხეულის თქმით, ახლა პოლიტიკურ დღის წესრიგში მესამე პრეზიდენტის გათავისუფლების საკითხი დგას.

ადვოკატ დიმიტრი საძაგლიშვილის განცხადებით, მიხეილ სააკაშვილი უნდა გათავისუფლდეს და თავისუფლად მკურნალობის საშუალება მიეცეს.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანა შესთავაზა.

საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system