თავში

ქაბულიდან საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრებასთან დაკავშირებით ზალკალიანი თურქ კოლეგასთან მუდმივ კავშირზეა

ქაბულიდან საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრებასთან დაკავშირებით ზალკ
ქაბულიდან საქართველოს მოქალაქეების გამომგზავრებასთან დაკავშირებით ზალკალიანი თურქ კოლეგასთან მუდმივ კავშირზეა

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ავღანეთში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში გამომგზავრების საკითხთან დაკავშირებით, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი მუდმივ კონტაქტზეა თავის თურქ კოლეგასთან მევლუთ ჩავუშოღლუსთან.

"გუშინ საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს პრემიერ-მინისტრის დავალებით მოლაპარაკებას აწარმოებდა პარტნიორ ქვეყნებთან და ორგანიზაციებთან საქართველოს მოქალაქეების გამოყვანის მიზნით. უკრაინული მხარე მზად იყო მოქალაქეების ტრანსპორტირებისთვის, თუმცა ავღანეთში არსებული უსაფრთხოების რთული ვითარების გამო, საქართველოს მოქალაქეებმა ქაბულის აეროპორტამდე მისვლა ვერ მოახერხეს", - აცხადებენ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში.

ცნობისთვის, ქაბულში ამ დროისთვის, საქართველოს 23 მოქალაქე იმყოფება.

დაჯგუფება "თალიბანი" 15 აგვისტოს ავღანეთის დედაქალაქში შეიჭრა. ავღანეთის მთავრობას და დაჯგუფების წარმომადგენლებს შორის, ხელისუფლების მშვიდობიანი გზით გადაცემის შესახებ მოლაპარაკებები მიმდინარეობდა. მოგვიანებით, ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ ქვეყნის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.

ავღანეთის დედაქალაქ ქაბულში, თალიბანმა პრეზიდენტის სასახლე დაიკავა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system