თავში

ქვეყანაში მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია - ეკატერინე ტიკარაძე

ქვეყანაში მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია - ეკატერინე ტიკარაძე
ქვეყანაში მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია - ეკატერინე ტიკარაძე

ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც გორის ჰოსპიტალში იმყოფება, უკვე შეხვდა კლინიკის ექიმებსა და დირექტორს.

ეკატერინე ტიკარაძემ მადლობა გადაუხადა ყველა იმ ექიმს, რომელიც მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის გაუმჯობესების პროცესში იყო ჩართული.

"მე მინდა ყველა იმ ექიმს მადლობა გადავუხადო, ვინც მონაწილეობას იღებდა შექმნილ კონსილიუმებში. მათი როლი იყო დიდი და მნიშვნელოვანი. ასევე მადლობა ყველა იმ ექიმს, რომელიც მკურნალობის პროცესში იყო ჩართული. ისინი იყვნენ ბულინგის მსხვერპლნი და რთული გზა გაიარეს.

პაციენტს, როგორც რუსთავის ასევე 18-ე დაწესებულებაში ყველაფერი უტარდებოდა, რაც მას სჭირდებოდა, ამიტომ ეს მღელვარება იყო ზედმეტი.

ქვეყანაში ჩვენ მივიღეთ შიმშილობის ეპიდემია, ბოლო პერიოდში ბევრი დეპუტატის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა. ამიტომ ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ მესამე პრეზიდენტი გორის ჰოსპიტალში გადმოგვეყვანა, სადაც მას გაეწევა ყველა საჭირო დამატებითი ღონისძიება, რომელიც ექიმებისგან არის მიღებული, როგორც რეკომენდაცია. მან დადო პირობა, რომ ამის შემდეგ შეწყვეტს შიმშილობას, შესაბამისად ასევე შეწყდება ის კასკადი, რომელიც მიღებული გვაქვს ქვეყანაში,"- განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

ამასთან, ჯანდაცვის მინისტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და ის რეანიმაციულ განყოფილებაში არ იმყოფება.

შეგახსენებთ, იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე მოშიმშილე მიხეილ სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.

ცნობილია მიხეილ სააკაშვილის პოზიციაც - ის გორის ჰოსპიტალში გადასვლას არ ეწინააღმდეგება, თუმცა აქვს გარკვეული პირობა და მისი საბოლოო გადაწყვეტილება მოგვიანებით გახდება ცნობილი.

იუსტიციის მინისტრის შეთავაზების შემდეგ "დროას" ლიდერმა ელენე ხოშტარიამ შიმშილობის შეწყვეტის გადაწყვეტილება მიიღო. შიმშილობის შემდგომი მკურნალობისთვის ის კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსში" გადაიყვანეს.

ელენე ხოშტარიამ ცოტა ხნის წინ კლინიკიდან მიმართვაც გაავრცელადა ექიმებსა და გულშემატკივრებს მადლობა გადაუხადა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system