თავში

მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს - საქართველოს პრეზიდენტი

მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს - საქართველოს პრეზიდენტი
მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს - საქართველოს პრეზიდენტი

საქართველოს პრეზიდენტი ქაბულში მომხდარ ტერაქტს გმობს და მწუხარებას გამოხატავს. 

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"მკაცრად ვგმობ ქაბულში მომხდარ ტერაქტს და მწუხარებას გამოვთქვამ ავღანელი სამოქალაქო პირებისა და აშშ-ის სამხედროების დაღუპვის გამო. ევაკუაცია მშვიდობიანად უნდა წარიმართოს. საქართველო გააგრძელებს მხარდაჭერას მათ მიმართ, ვინც ევაკუაციას ახორციელებს და ძალადობის წინააღმდეგ სოლიდარობას გამოხატავს", - წერს პრეზიდენტი "ტვიტერში".

ქაბულში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა.

ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტთან სამი აფეთქება მოხდა.

26 აგვისტოს, დილით, ავსტრალიამ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტს ერიდონ, რადგან იქ ტერაქტის საფრთხე არსებობს.

რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა.

ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system