თავში

ქაბულის ტერაქტის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა

​ქაბულის ტერაქტის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
ქაბულის ტერაქტის შედეგად 100-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა
© AA

ქაბულში მომხდარი აფეთქებების შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 100-ს გადააჭარბა. ინფორმაციას ამის შესახებ WSJ ავრცელებს.

ავღანელი მაღალჩინოსნის განცხადებით, გარდაცვლილი ავღანელების საერთო რაოდენობამ 90 ადამიანი შეადგინა, კიდევ 150 დაშავდა.

გარდა ამისა, დაიღუპა 13 ამერიკელი სამხედრო.

ცნობისთვის, ქაბულის აეროპორტთან სამი აფეთქება მოხდა.

26 აგვისტოს, დილით, ავსტრალიამ, აშშ-მა და დიდმა ბრიტანეთმა თავიანთ მოქალაქეებს მოუწოდეს, ქაბულის ჰამიდ კარზაის სახელობის აეროპორტს ერიდონ, რადგან იქ ტერაქტის საფრთხე არსებობს.

რადიკალურმა მოძრაობა "თალიბანმა" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო.

ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა.

ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

ავღანეთი "თალიბანმა" ავღანეთის ისლამურ საამიროდ გამოაცხადა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system