საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რეალურად უკრაინაშია, ის ბოლო 4 დღეა კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაციას "კურიერი" ავრცელებს.
"საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი ამსტერდამიდან უკრაინაში 24 სექტემბერს ჩავიდა, რის შემდეგაც მას ქვეყანა არ დაუტოვებია და ბოლო 4 დღის განმავლობაში კურორტ ტრუსკავეცში იმყოფება", -იტყობინება "რუსთავი 2-ის" საინფორმაციო სამსახური.
ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილმა ვიდეომიმართვა გაავრცელა, რომელშიც აცხადებს, რომ ის ბათუმშია.
ვიდეოს გამოქვეყნებამდე სააკაშვილმა სოციალურ ქსელში დაწერა, რომ ის უკვე საქართველოშია.
როგორც report.ge-ს შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, სააკაშვილს საქართველოს საზღვარი არ გადმოუკვეთავს.
"ქართულ ოცნებაში" აცხადებენ, რომ სააკაშვილი საქართველოში არ ჩამოსულა და ის უკრაინიდან არ გასულა.