თავში

"სამწუხაროა, როდესაც ბელადის შანტაჟით 200 ადამიანი შიმშილობს" - კობახიძე

"სამწუხაროა, როდესაც ბელადის შანტაჟით 200 ადამიანი შიმშილობს" - კობახიძე
სამწუხაროა, როდესაც ბელადის შანტაჟით 200 ადამიანი შიმშილობს - კობახიძე

"ქართული ოცნების" თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მოშიმშილეებს აშანტაჟებს. მისივე თქმით, პროცესი პოლიტიკას არ წაადგება.

"ჩვენ გვაქვს უტყუარი ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ეს ადამიანები ბელადის შანტაჟით შიმშილობენ. არავინ არავის არ დასცინის, მაგრამ ის ფაქტი, რომ ადამიანები, 200 კაცი, თუ რამდენიც არის, ბელადის შანტაჟის გამო შიმშილობს, ეს არის თავისთავად ტრაგიკომიკური მოვლენა", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 

ცნობისთვის, "ნაციონალური მოძრაობის" ცენტრალურ ოფისთან გაშლილ კარვებში პარტიის წევრები და მხარდამჭერები შიმშილობენ.

ისინი პროტესტის ამ ფორმით მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლებას ითხოვენ.

ნიკა მელიას თქმით, მასობრივი შიმშილობის აქციაში 300-ზე მეტი ადამიანია ჩართული.

ცნობისთვის, მასობრივი შიმშილობის აქციის დაწყების გადაწყვეტილება 21 დეკემბერს, პარლამენტის წინ აქციაზე შეკრებილებს "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ გააცნო.

მისივე თქმით, შიმშილობა გაგრძელდება იქამდე, ვიდრე არ გათავისუფლდება საქართველოს მესამე პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი.

შეგახსენებთ, 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, საქართველოს მესამე პრეზიდენტი გორის სამხედრო ჰოსპიტალში 20 ნოემბერს გადაიყვანეს.

მიხეილ სააკაშვილი პირველ ოქტომბერს დააკავეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system