თავში

"კომენდანტის საათის" მოხსნა დღის წესრიგშია - თურნავა

"კომენდანტის საათის" მოხსნა დღის წესრიგშია - თურნავა
კომენდანტის საათის მოხსნა დღის წესრიგშია - თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით, „კომენდანტის საათის“ მოხსნის საკითხი დღის წესრიგში დგას, თუმცა მთავრობა „გარკვეულ სიფრთხილეს იჩენს“.

„მიხარია, რომ უკვე პრობლემა არის არა ის, ჩამოვლენ თუ არა ტურისტები, არამედ ყველას, ერთობლივი ძალისხმევით ტურისტები უკვე ჩამოდიან და მათ უნდათ, თბილისის სხვადასხვა დაწესებულებაში მეტი დრო გაატარონ - რესტორნებს ეწვიონ, ქუჩებში გაისეირნონ, ეს კარგად გვესმის. ამ საკითხზე {„კომენდანტის საათზე“} ვიმსჯელებთ, მაგრამ შეგახსენებთ, რომ ეს არის ერთ-ერთი მცირე შეზღუდვებს შორის, რაც ჩვენს ხელთ დარჩა, ამიტომ გარკვეულ სიფრთხილეს ვიჩენთ, მაგრამ დღის წესრიგშია და ამ საკითხს მომავალში მივუბრუნდებით“,- განაცხადა თურნავამ.

ე.წ კომენდანტის საათი ძალაში რჩება. როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაშია 21:00-დან 05:00 საათამდე. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მოძრაობის შეზღუდვის გაუქმება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ის ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ქვეყანაში მობილობის კონტროლისთვის. დარჩენილი შეზღუდვები შემსუბუქდება მხოლოდ ანალიზის საფუძველზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებიდან, კომენდანტის საათი ყველაზე გვიან მოიხსნება. მისი პროგნოზით, აღნიშნული რეგულაცია აპრილში აღარ გაგრძელდება.

სარესტორნო ბიზნესი დიდი ხანია კომენდანტის გადაწევა-მოხსნის აუცილებლობაზე საუბრობს. მთავრობას კომენდანტის გადაწევას მოუწოდებს ბიზნესასოციაციაც. მათი თქმით, ე.წ კომენდანტის საათი მინიმუმ 00:00 საათამდე არ გადაიწევა, ამ გახსნას რეალური ეფექტი ვერ ექნება და ეკონომიკა ვერ გაიზრდება, რადგან ეკონომიკასთან, ტურიზმთან პირდაპირ ბმაშია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და კომენდანტის საათი, რომლის1 ან 2 საათით გადაწევა ეკონომიკურად სარგებლიანია.

კომენდანტის საათი ტურინდუსტრიის გარდა, ვაჭრობასაც აზარალებს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system