თავში

კომენდანტის საათი ტურინდუსტრიის გარდა ვაჭრობასაც აზარალებს

კომენდანტის საათი ტურინდუსტრიის გარდა ვაჭრობასაც აზარალებს
კომენდანტის საათი ტურინდუსტრიის გარდა ვაჭრობასაც აზარალებს

"ვერ გვისახელებენ დამაჯერებელ არგუმენტს, კომენდანტის 1-2 საათით გადაწევა რატომ არ შეიძლება," - ამის შესახებ ICR ჯგუფის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე კახა ხაზარაძე აცხადებს და ამტკიცებს, რომ კომენდანტის საათი ეკონომიკასა და ბიზნესში სერიოზულ პრობლემებს ქმნის.

მისივე თქმით, კომენდანტის გადაწევა-გაუქმება ბიზნესი დიდი ხანია არგუმენტირებულად ითხოვს, თუმცა დღეს მთავრობაში ბიზნესისთვის და ეკონომიკისთვის არავის სცალია. ხაზარაძე ამბობს, რომ მტავრობა ახლა პოლიტიკური პროცესების მართვაზეა გადართული და როცა ეკონომიკისთვის მოიცლიან, შეიძლებვა გვიანაც იყოს. 

"ვაჭრობის სექტორს შემოსავლები ეკარგება კომენდანტის საათის გამო. ადამიანები 6-8 საათზე ამთავრებენ მუშაობას. ისინი სამსახურის შემდეგ მხოლოდ საკვებს ყიდულობენ, სხვა დრო არ აქვთ. თუ კომენდანტის მოქმედების დრო 2 საათით გადაიწევა, ამით რესტორნებსაც გაეზრდებათ ვიზიტორები და სავაჭრო სექტორსაც. ეს ორი ინდუსტრია ქვეყნის უმსხვილესი დამსაქმებელია, კარგი იქნებოდა ამ მხრივ ეფიქრათ," - ამბობს ხაზარაძე. 

ცნობისთვის, ICR ჯგუფი წარმოადგენს ფეხსაცმლის, ტანსაცმლის, აქსესუარების, ავეჯის საერთაშორისო ბრენდებსა და კვების ობიექტებს. მან 1993 წელს დაიწყო საქმიანობა ქართულ ბაზარზე და ამჟამად 1000-მდე თანამშრომელი ჰყავს.

კომენდანტის გადაწევა-გაუქმების საკითხი უახლოეს ორ კვირაში არ განიხილება. 

"ეპიდსიტუაცია თუ ასეთი სტაბილური იქნა, შემდეგ ეტაპზე კომენდანტის საათის მოხსნის საკითხიც განიხილება," - ამის შესახებ გუშინ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.

ე.წ კომენდანტის საათი ძალაში რჩება. როგორც ქვეითად, ისე ავტომობილით გადაადგილებაზე შეზღუდვა ძალაში რჩება 21:00-დან 05:00 საათამდე. ჯანდაცვის სამინისტროს განმარტებით, მოძრაობის შეზღუდვის გაუქმება ამ ეტაპზე არ იგეგმება, რადგან ის ყველაზე ეფექტური საშუალება აღმოჩნდა ქვეყანაში მობილობის კონტროლისთვის. დარჩენილი შეზღუდვები შემსუბუქდება მხოლოდ ანალიზის საფუძველზე. დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე პაატა იმნაძის განცხადებით, ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვებიდან, კომენდანტის საათი ყველაზე გვიან მოიხსნება. მისი პროგნოზით, აღნიშნული რეგულაცია აპრილში აღარ გაგრძელდება.

სარესტორნო ბიზნესი დიდი ხანია კომენდანტის გადაწევა-მოხსნის აუცილებლობაზე საუბრობს. მთავრობას კომენდანტის გადაწევას მოუწოდებს ბიზნესასოციაციაც. მათი თქმით, ე.წ კომენდანტის საათი მინიმუმ 00:00 საათამდე არ გადაიწევა, ამ გახსნას რეალური ეფექტი ვერ ექნება და ეკონომიკა ვერ გაიზრდება, რადგან ეკონომიკასთან, ტურიზმთან პირდაპირ ბმაშია საქალაქთაშორისო ტრანსპორტი და კომენდანტის საათი, რომლის1 ან 2 საათით გადაწევა ეკონომიკურად სარგებლიანია.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system