თავში

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ
2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ

საქართველოს 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენები გამოვლინდნენ. განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ მათ ჯილდოები გადასცა. ღონისძიება სახელმწიფო ცერემონიების სასახლეში მიმდინარეობდა. 

დაჯილდოების ყოველწლიურ ცერემონიაზე საუკეთესოები 11 ნომინაციაში გამოვლინდნენ. ასევე, დაწესებული იყო 14 სპეციალური პრიზი.

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა 2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი გამოავლინა. ტიტული მიენიჭა ექვს სპორტსმენს, რომლებმაც გასულ წელს მსოფლიო ჩემპიონატებზე ოქროს მედლები მოიპოვეს. აღსანიშნავია, რომ ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სპორტის ოლიმპიურ სახეობებში არასდროს ჰყოლია 6 მსოფლიოს ჩემპიონი.

ქართველმა სპორტსმენებმა 2019 წელს ჯამში 1200-ზე მეტი მედალი მოიპოვეს. 

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი – ლუხუმ ჩხვიმიანი, ლაშა ტალახაძე, გენო პეტრიაშვილი, ბექა ლომთაძე, ნუგზარ წურწუმია, ლაშა გობაძე.

2019 წლის საუკეთესო ნაკრები გუნდი სათამაშო სახეობებში – წყალბურთის ეროვნული გუნდი.

2019 წლის საუკეთესო ვეტერანი სპორტსმენი – ნონა გაფრინდაშვილი.

2019 წლის საუკეთესო ახალგაზრდა სპორტსმენი – ლაშა ბექაური.

2019 წლის საუკეთესო რეგიონი – აჭარა.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი არაოლიმპიურ სახეობებში – ვახტანგ ჩიდრაშვილი.

2019 წლის საუკეთესო მსაჯი – რუსუდან ხოფერია.

2019 წლის საუკეთესო ნაკრები ინდივიდუალურ სახეობებში – საქართველოს ეროვნული ნაკრები ბერძნულ-რომაული სტილით ჭიდაობაში.

2019 წლის საუკეთესო წლის საუკეთესო ფედერაცია – ჭიდაობის ეროვნული ფედერაცია.

2019 წლის საუკეთესო სპორტსმენი ქალი – ეთერ ლიპარტელიანი.

2019 წლის სპორტის საუკეთესო მოხალისე – თათია დარსაველიძე.

2019 წლის საუკეთესო პარასპორტსმენი – ირმა ხეცურიანი და რევაზ ჩიკოიძე.

2019 წლის აღმოჩენა – მაია ბოჭორიძე და ანა ლაპიაშვილი.

2019 წლის საუკეთესო მწვრთნელი – გიორგი იანტბელიძე.

2019 წლის საუკეთესო ლეგიონერი – გიორგი შერმადინი.

საუკუნის მოვლენა ქართული ოლიმპიზმის ისტორიაში – ნინო სალუქვაძე.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system