თავში

ბაკურიანში სქი-ქროსისა და სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპები დასრულებულია

​ბაკურიანში სქი-ქროსისა და სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის
ბაკურიანში სქი-ქროსისა და სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპები დასრულებულია

ბაკურიანში სქი-ქროსისა და სნოუბორდ ქროსის მსოფლიო თასის ეტაპები გაიმართა. შეჯიბრებებში 20-ზე მეტი ქვეყნის 200-მდე სპორტმენმა მონაწილეობა მიიღო. მსგავსი მაღალი რანგის სპორტულ შეჯიბრებებს საქართველოს სამთო კურორტმა პირველად უმასპინძლა, შესაბამისად, ქვეყნისთვის ისტორიული მნიშვნელობა აქვს. 

„ქვეყნის პოზიციონირება მოხდა, საქართველომ მსოფლიო რუკაზე ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა ზამთრის ტურიზმის მიმართულებით. მსოფლიო თასის ეტაპების წარმატებით ჩატარება მნიშვნელოვანი და საპასუხისმგებლო იყო, 2023 წელს საქართველოში მსოფლიო ჩემპიონატი გაიმართება თხილამურითა და სნოუბორდით თავისუფალი სტილით სრიალში. ჩვენ მზად დავხვდით, როგორც ინფრასტრუქტურული, ისე საორგანიზაციო კუთხით. რეკორდულად მოკლე დროში სამი ახალი საბაგირო ავაშენეთ, გათოვლიანების სისტემა, შევიძინეთ სპეტექნიკა უსაფრთხოების ინვენტარი. ის ინფრასტრუქტურა კი რომელიც აშენდა რჩება კურორტს, შესაბამისად, ბაკურიანი გახდება ერთ-ერთი საუკეთესო კურორტი აღმოსავლეთ ევროპაში. 24 საათიანი შრომის შედეგად მსოფლიო თასის ეტაპებს მომზადებულები დავხვდით, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის წარმომადგენლებისგან კი მაღალი შეფასებებიც დავიმსახურეთ, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ გამოცდა ღირსეულად ჩავაბარეთ“, - ამბობს მთის კურორტების განვითარების კომპანიის დირექტორმა, ირაკლი ჭირაქაძემ.

სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტის ზუკა კოსტავას განცხადებით, საქართველო იმ დიდ ინდუსტრიას უერთდება, რასაც ზამთრის სპორტის განვითარება ჰქვია.

„მსოფლიო ჩემპიონატის პროექტის ფარგლებში გათვალისწინებულია სატესტო შეჯიბრებების ჩატარება სხვადასხვა დისციპლინებში მსოფლიო თასის ეტაპების სახით, დიდი შრომისა და მონდომების შედეგად ჩვენ ეს გამოგვივიდა პანდემიის პირობებშიც კი. მაშინ როდესაც მთელს მსოფლიოში გაუქმნდა ძალიან ბევრი ზამთრის ღონისძიება, ჩვენ ოთხი მსოფლიო თასის ეტაპი ჩავატარეთ და თან ღირსეულად, კმაყოფილები არიან როგორც დელეგატები ისე მონაწილეები, ეს ჩვენთვის სტიმულია, ვუახლოვდებით იმ დიდ ინდუსტრიას, რასაც ქვია ზამთრის სპორტის განვითარება“ , - განაცხადა სათხილამურო ფედერაციის პრეზიდენტმა ზუკა კოსტავამ.

აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ეგიდით გამართული შეჯიბრებები COVID პროტოკოლის, წესებისა და რეგულაციების მკაცრი დაცვით ჩატარდა.

“მოხარული ვარ რომ მეორეჯერ ვიმყოფები საქართველოში,ყველა ძალიან მოტივირებულია, შეჯიბრი ძალიან კარგად ჩატარდა , ყველა ბედნიერი და ღიმილიანია დიდი მადლობა საქართველოს “  - ამბობს პასკალ პერე, საერთაშორისო სათხილამურო ფედერაციის ტექნიკური დელეგატი.

“ჩვენ ძალიან კმაყოფილები ვართ ჩატარებული მსოფლიო თაისის ეტაპებით , შეჯიბრისთვის ტრასა კარგად იყო მომზადებული, მაღალი დონის სატესტო ღინისძიებები გამოვიდა, რომელიც აჩვენებს საქართველოს მზაობას ინფრასტრუქტურული და საორგანიზაციო კუთხით 2023 წლის ჩემპიონატზე. სპორტსმენებისგან და გუნდებსიგან ჩვენ მხოლოდ კარგი გამოხმაურებები გვაქვს “, - განაცხადა FIS სნოუბორს კროსისის მიმართულების დირექტორმა უვე ბაიერმა.

ამასთან, შეჯიბრი საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის კურორტების განვითარების კომპანიისა“ და საქართველოს სათხილამურო ფედერაციის ორგანიზებით გაიმართა. ღონისძიების პარტნიორი კი კომპანია „სილქნეტი“ გახლდათ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system