თავში

ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 6 მედალი მოიპოვეს

ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე ქარ
ბულგარეთის საერთაშორისო ტურნირზე ქართველმა მოჭიდავეებმა 6 მედალი მოიპოვეს

საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებმა ბულგარეთში მიმდინარე საერთაშორისო ტურნირზე 2 ოქროსა და 1 ვერცხლის მედალი მოიპოვა. 

ჩემპიონები გიორგი ელბაქიძე (70 კგ) და მირიან მასურაძე (92 კგ) გახდნენ,

ვერცხლის მედალი თეიმურაზ ვანიშვილმა (61 კგ) მოიპოვა.

დღესვე მედლისათვის ბრძოლას თორნიკე ქათამაძე (65 კგ) და ვლადიმერ გამყრელიძე (74 კგ) გააგძელებენ.

ბერძნულ-რომაული სტილით ნაკრებიდან ტურნირის ვიცე-ჩემპიონი ბაკურ გოგოლი (82 კგ) გახდა, ხოლო ბრინჯაოს მედლები ქერიმ მაჩალიკაშვილმა (63 კგ) და ოთარ აბულაძემ (72 კგ) მოიპოვეს. ფინალში გიორგი ქაცანაშვილი (97 კგ) იჭიდავებს ხოლო ბრინჯაოს მედლებისათვის თემურ ჭკუასელიძე (87 კგ) და მათე გოქაძე (130 კგ) გააგძელებენ ბრძოლას.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system