თავში

დაუშვებენ თუ არა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე მაყურებელს

დაუშვებენ თუ არა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე მაყურებელს
დაუშვებენ თუ არა ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე მაყურებელს

გერმანიის ქალაქ მიუნხენის მერის განცხადებით, არ არის გამორიცხული, რომ ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის მატჩებზე, სტადიონზე გულშემატკივრები არ დაუშვან. შესაბამისად, მიუნხენი ვერ იძლევა იმის გარანტიას, რომ შეასრულებს UEFA-ს მიერ დაკისრებულ ვალდებულებას, გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებასთან დაკავშირებით. ამის შესახებ ინფორმაციას News18 ავრცელებს.

"ჩვენ არ შეგვიძლია გამოვრიცხოთ, რომ ვერ შევძლებთ გულშემატკივრების სტადიონებზე დაშვებას ივნისში. ამის მიზეზი კი ისაა, რომ ბავარიაში კორონავირუსი სწრაფი ტემპებით ვრცელდება," - განაცხადა მიუნხენის მერმა დიტერ როიტერმა.

აღსანიშნავია, რომ  მიუნხენს, რომს, ბილბაოსა და დუბლინის ჯერ არ გაუვრცელებიათ ინფორმაცია იმის შესახებ, შეძლებენ თუ არა ისინი EURO-2020-ზე გულშემატკივრების სტადიონზე დაშვებას. UEFA საბოლოო გადაწყვეტილებას 19 აპრილს მიიღებს.

ცნობისთვის, ევროპის ჩემპიონატი 11 ივნისიდან 11 ივლისამდე გაიმართება. კორონავირუსის პანდემიის გამო ჩემპიონატი ერთი წლით გადაიტანეს. ტურნირი 12 ქალაქში უნდა გაიმართოს. მათ შორის არიან სანკტ-პეტერბურგი, ამსტერდამი, ბაქო, ბილბაო, ბუდაპეშტი, ბუქარესტი, გლაზგო, დუბლინი, კოპენჰაგენი, ლონდონი, მიუნხენი და რომი.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system