თავში

ეროვნული საკალათბურთო ნაკრები თორნიკე შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს - VIDEO

ეროვნული საკალათბურთო ნაკრები თორნიკე შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს
ეროვნული საკალათბურთო ნაკრები თორნიკე შენგელიას მხარდაჭერას უცხადებს - VIDEO

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია სოციალურ ქსელში ვიდეოს ავრცელებს, რომელშიც საქართველოს ნაკრების მოქმედი და ყოფილი წევრები ეროვნული ნაკრების კაპიტნის, თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცესკა-ში გადასვლას ეხმაურებიან და მას  ცემხარდაჭერას უცხადებენ.

კალათბურთელების თქმით, სამწუხაროა, რომ მის გადაწყვეტილებას ნეგატიური გამოხმაურება მოჰყვა საქართველოში. მათი თქმით, შენგლიამ ბევრი წარმატება მოუტანა საქართველოს და სადაც არ უნდა იყოს, ის მუდამ ქვეყნის პატრიოტად დარჩება. 

შეგახსენებთ, რომ თორნიკე შენგელია ცსკა-ს წევრი ოფიციალურად გახდა. აღნიშნულის შესახებ რუსული გუნდის ოფიციალურ გვერდიც იუწყება. მოსკოვურ კლუბთან, ქართველმა კალათბურთელმა სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

შენგელიას გადაწყვეტილება ბევრმა გააკრიტიკა, მათ შორის საქართვლოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა და მას მიუღებელი უწოდა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system