თავში

ფიფა საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს

ფიფა საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს
ფიფა საუკეთესო ფეხბურთელს ასახელებს

ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციამ (ფიფა) დაასახელა ნომინანტები 2020 წლის საუკეთესო ფეხბურთელის პრიზზე. გულშემატკივრების, ჟურნალისტების, მწვრთნელებისა და კაპიტნების ხმის მიცემის შედეგად, მოგვიანებით დასახელდება სამ-სამი ფინალისტი.

დაჯილდოვების ცერემონია 17 დეკემბერს ციურიხში გაიმართება.

მამაკაცებს შორის ნომინანტები არიან:

კრიშტიანო რონალდო (პორტუგალია, იუვენტუსი)

რობერტ ლევანდოვსკი (პოლონეთი, ბაიერნი),

ლიონელ მესი (არგენტინა, ბარსელონა)

ქალებს შორის ნომინანტები არიან:

ლუსია ბრონზი (ინგლისი, მანჩესტერ სიტი)

პერნილა ჰარდერი (დანია, ჩელსი)

ვენდი რენარი (საფრანგეთი, ლიონი)

მამაკაცთა სია ეფუძნება მათ გამოსვლას 2019 წლის 20 ივლისიდან ამა წლის 7 ოქტომბრამდე, ქალების – 2019 წლის 8 ივლისიდან 2020 წლის 7 ოქტომბრამდე.

საუკეთესო ქალი მეკარე

სარა ბუჰადი (საფრანგეთი, ლიონი)

კრისტინ ენდლერი (ჩილე, პსჟ)

ალისა ნაჰერი (აშშ, ჩიკაგო)

საუკეთესო მამაკაცი მეკარე

ალისონ ბეკერი (ბრაზილია, ლივერპული)

მანუელ ნოიერი (გერმანია, ბაიერნი)

იან ობლაკი (სლოვენია, ატლეტიკო)

ქალთა გუნდის საუკეთესო მწვრთნელი

ემა ჰეიესი (ინგლისი, ჩელსი)

ჟან-ლუკ ვასერი (საფრანგეთი, ლიონი)

სარინა ვიეგმანი (ჰოლანდია, დანიის ნაკრები)

კაცების გუნდის საუკეთესო მწვრთნელი

მარსელო ბიელსა (არგენტინა, ლიდსი)

ჰანს-დიტერ ფლიკი (გერმანია, ბაიერნი)

იურგენ კლოპი (გერმანია, ლივერპული)

ფერენც პუშკაშის ჯილდო – საუკეთესო გოლი

გიორგიან დე არასკაეტა (ურუგვაი) – სეარა VS ფლამენგო (ბრაზილიის ჩემპიონატი, 25.08.2019)

სონ ჰუნ მინი (სამხრეთ კორეა) – ტოტენჰემი VS ბარნლი (პრემიერლიგა, 07.12.2019)

ლუის სუარესი (ურუგვაი) – ბარსელონა VS მალიორკა (ლა ლიგა, 07.12.2019)

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system