თავში

ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 ქართველი იასპარეზებს

ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 ქართველი იასპარეზებს
ფიგურულ ციგურაობაში მსოფლიოს ჩემპიონატზე 4 ქართველი იასპარეზებს

მსოფლიო ჩემპიონატი ფიგურულ ციგურაობაში, რომელიც 22-28 მარტს შვედეთის დედაქალაქ სტოკჰოლმში ჩატარდება, 4 ქართველი სპორტსმენი მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას საქართველოს ფიგურული ციგურაობის ფედერაცია ავრცელებს.

სწორედ ამ ჩემპიონატზე განაწილდება 2022 წლის ზამთრის ოლიმპიური თამაშების ლიცენზიები.

მამაკაცთა კატეგორიაში სულ მონაწილეობას მიიღებს 27 ქვეყნის 34 სპორტსმენი, ქალთა სეგმენტში 35 ქვეყნის 42 მოციგურავე, სპორტული წყვილებიდან 18 ქვეყნის 26 და სპორტულ ცეკვებში 25 ქვეყნის 33 წყვილი.

2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს წარადგენენ: მორის ყვითელაშვილი (კაცები) , ალინა ურუშაძე (ქალები), ანასტასია მეტელკინა და დანიილ პარკმანი (სპორტული წყვილები).

რაც შეეხება მოცეკვავე წყვილს მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას, მათ ოლიმპიური ლიცენზიებისთვის ბრძოლა, გიორგის ტრამვის გამო, მოუწევთ საკვალიფიკაციო ეტაპზე, რომელიც გაიმართება სექტემბერში გერმანიის ქალაქ ობერზდორფში.

მსოფლიო ჩემპიონატზე მამაკაცთა კატეგორიაში იმსაჯებს საერთაშორისო კატეგორიის მსაჯი საქართველოდან სალომე ჩიგოგიძე.

არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარების გათვალისწინებით, შვედეთის მთავრობისა და საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით ჩემპიონატი გაიმართება დარბაზში მაყურებლების გარეშე.

ჩემპიონატის განრიგი :

24 მარტი,ოთხშაბათი

13:00. ქალები. მოკლე პროგრამა

20:30. გახსნის ცერემონიალი

21:30. სპორტული წყვილები.მოკლე პროგრამა

25 მარტი, ხუთშაბათი

14:00. მამაკაცები. მოკლე პროგრამა

21:30. სპორტული წყვილები . თავისუფალი პროგრამა

26 მარტი, პარასკევი

13:45. ცეკვები. რითმული ცეკვა

21:00. ქალები. თავისუფალი პროგრამა

27 მარტი, შაბათი

14:00. მამაკაცები.თავისუფალი პროგრამა

20:00. ცეკვები.თავისუფალი პროგრამა

28 მარტი, კვირა

16:30. საჩვენებელი პროგრამა

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system