თავში

"ფორმულა 1-ის" შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი კორონავირუსით დაინფიცირდა

​"ფორმულა 1-ის" შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი კორონავირუსით დაინფიც
ფორმულა 1-ის შვიდგზის ჩემპიონი ლუის ჰემილტონი კორონავირუსით დაინფიცირდა

Mercedes-ის მრბოლელი ლუის ჰემილტონი ბაჰრეინის ტურნირს გამოტოვებს. მას კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ განცხადება "ფორმულა 1-ის" "ტვიტერზე" არის განთავსებული.

"ლუის ჰემილტონი ამ შაბათ-კვირას ბაჰრეინში Sakhir Grand Prix-ს გამოტოვებს", - ნათქვამია "ფორმულა 1-ის" განცხადებაში.

მერსედესის გუნდმა ასევე აღნიშნა, რომ მრბოლელს დაავადების მსუბუქი სიმპტომები აქვს.

”ახლა ლუისი COVID-19 პროტოკოლის შესაბამისად იზოლირებულია. მსუბუქი სიმპტომებს თუ არ ჩავთვლით, მთლიანობაში ის კარგ ფორმაშია და მთელი გუნდი სწრაფ გამოჯანმრთელებას უსურვებს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

Sakhir Grand Prix ბაჰრეინის ავტოდრომზე 4–დან 6 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ეს არის ჩემპიონატის ბოლოსწინა რბოლა. ფინალი 13 დეკემბერს აბუ დაბიში ჩატარდება. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system