თავში

იაპონია ოლიმპიადაზე უცხოური დელეგაციების რიცხვს შეამცირებს

​იაპონია ოლიმპიადაზე უცხოური დელეგაციების რიცხვს შეამცირებს
იაპონია ოლიმპიადაზე უცხოური დელეგაციების რიცხვს შეამცირებს

იაპონიის ხელისუფლება ოლიმპიადაზე უცხოური დელეგაციების რიცხვს შეამცირებს. მიზეზი კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული შეზღუდვებია. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Kyodo ავრცელებს.

კერძოდ, თანმდევი პერსონალი სახელმწიფოების ლიდერებისთვის 11 ადამიანამდე შემცირდება, მინისტრთა კაბინეტის წევრებისთვის - 5 ადამიანამდე. ამასთან, VIP-სტუმრებს იაპონიაში ჩასვლამდე სულ მცირე 72 საათით ადრე ჩატარებული, კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი მოეთხოვებათ.

მანამდე გაზეთმა Sankei გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ იაპონიის ხელისუფლება ასევე განიხილავს მაყურებლების ადგილების 50%-ით შემცირებას გეგმავს.

შეგახსენებთ, რომ ტოკიოში ოლიმპიური თამაშები, რომელიც შარშან ახალი კორონავირუსის გავრცელების გამო გადაიდო, ამ წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე პერიოდში გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system