თავში

ქაჯაია ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, აბულაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ქაჯაია ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, აბულაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს
ქაჯაია ევროპის ჩემპიონატის ფინალშია, აბულაძე ბრინჯაოსთვის იბრძოლებს

ვარშავაში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ხუთმზ ქართველმა იასპარეზა.  

ორმა მათგანმა ნახევარფინალში იჭიდავა. ლერი აბულაძე (63 კგ)  ფინალში გასასვლელად რუსეთის წარმომადგენელს შეხვდა და 5:9 დამარცხდა.

130 კგ-ში მოასპარეზე იაკობ ქაჯაიას კი ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ლიეტუველი ფრიდრიკასის დასამარცხებლად ორი წუთიც არ დასჭირდა. ქართველმა მეტოქეს დამაჯერებელი ანგარიშით 9:0 სძლია, ქაჯაია ფინალში თურქ მოჭიდავეს შეხვდება.

რეპეშაჟიდან მედლის მოპოვების შანსს ინარჩუნებს თორნიკე ძამაშვილი (87). მის წონაში ოქროს მედლისთვის იბრძოლებს სერბეთის სახელით მოასპარეზე ზურაბ დათუნაშვილი. ფინალური ბლოკი ხვალ 20:00 საათზე გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system