თავში

კახა კალაძე და "დინამო თბილისი" ბერლინში, ლეგენდათა ტურნირზე ითამაშებენ

კახა კალაძე და "დინამო თბილისი" ბერლინში, ლეგენდათა ტურნირზე ითამაშებენ
კახა კალაძე და დინამო თბილისი ბერლინში, ლეგენდათა ტურნირზე ითამაშებენ

გერმანიის დედაქალაქ ბერლინში, ლეგენდათა ტრადიციული ტურნირი (AOK TRADITIONSMASTERS) ჩატარდება, რომელშიც მონაწილეობას თბილისის „დინამოს“ ვეტერანთა გუნდიც მიიღებს.

აღსანიშნავია, რომ ტურნირში მონაწილე 8 გუნდიდან, 7 ადგილობრივია, ერთადერთი არაგერმანული კლუბი კი სწორედ „დინამოა“. 

ტურნირი 11-12 იანვარს გაიმართება. თბილისური კლუბი A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქე იქნება დორტმუნდის „ბორუსია“, ლევერკუზენის „ბაიერი“ და „შალკე 04“. B ჯგუფში კი ბერლინურ ტრიოსთან – „ჰერტასთან“, „იუნიონთან“ და „ტენის ბორუსიასთან“ ერთად ბრემენის „ვერდერი“ იასპარეზებს.

„დინამოს“ ლეგენდათა შემადგენლობა კი ასეთია: გიორგი ლომაია, ნუკრი რევიშვილი, ლაშა სალუქვაძე, კახა კალაძე, ალექსანდრე ამისულაშვილი, ოთარ მარცვალაძე, ლევან ცქიტიშვილი, დავით სირაძე, ალექსანდრე იაშვილი, გიორგი დემეტრაძე, ზურაბ ხიზანიშვილი, დავით კვირკველია.

თბილისური გუნდი ბერლინში 9 იანვრიდან შეიკრიბება, მატჩების განრიგი კი ასეთია:

11 იანვარი, 20:45

დინამო Vs. ლევერკუზენის „ბაიერი“

11 იანვარი, 21:42

დინამო Vs. დორტმუნდის „ბორუსია“

12 იანვარი, 17:31

დინამო თბილისი Vs. „შალკე04“

ნახევარფინალური და ფინალური მატჩები კი 12 იანვარს 19:00 საათიდან დაიწყება.

ინფორმაციას "დინამო თბილისი" აქვრცელებს. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system