თავში

კალაძე: ვულოცავ ფეხბურთელებს, საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს!

კალაძე: ვულოცავ ფეხბურთელებს, საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს!
კალაძე: ვულოცავ ფეხბურთელებს, საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს!

თბილისის მერი კახა კალაძე საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს ბელარუსთან გამარჯვებას ულოცავს. 

,,გამარჯვებას გილოცავ საქართველო! ჩვენი ეროვნული ნაკრების წარმატებამ გაახარა მთელი ქვეყანა. 

საბოლოო გამარჯვებას ერთი ნაბიჯი გვაშორებს.

ვულოცავ ქართველ ფეხბურთელებს! ვულოცავ ქართული ფეხბურთის გულშემატკივრებს!
იმედი მაქვს საქართველოს ეროვნული ნაკრები კიდევ არაერთხელ გაგვახარებს.
მატჩი საქართველოსა და ბელარუსის ნაკრებს შორის, საქართველოს გამარჯვებით დასრულდა", -
წერს კახა კალაძე სოცაილურ ქსელში.

საქართველოს ნაკრებმა, "დინამო არენაზე" გამართულ ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პლეი-ოფის ნახევარფინალში მეტოქე, ბელარუსის ეროვნული ნაკრები 1:0 დაამარცხა და 2021 წლის ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად კიდევ ერთი ნაბიჯი გადადგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system