თავში

ქუთაისის "ტორპედოს" ინვესტორი გამოუჩნდა

ქუთაისის "ტორპედოს" ინვესტორი გამოუჩნდა
ქუთაისის ტორპედოს ინვესტორი გამოუჩნდა

ქუთაისის “ტორპედოს” სავარაუდოდ ახალი მფლობელი ეყოლება. იტალიელ ინვესტორებთან

ქუთაისის მერის, გიორგი ჭიღვარიასა და იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის შეხვედრა უკვე დასრულდა.

იტალიელი ინვესტორები მერიის მიერ შეთავაზებულ პირობებს დათახმდნენ.

 ტექნიკურ საკითხებზე მოლაპარაკებები კვირის ბოლოსთვის დასრულდება, რის შემდეგაც ქუთაისის "ტორპედოს" ახალი მფლობელი ეყოლება.

როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ გახდა ცნობილი, მხარეებმა იმ გარანტიებზეც ისაუბრეს, რომლითაც გუნდს უნდა ჰქონდეს სტაბილური დაფინანსება. ფეხბურთელების კონტრაქტები უნდა იყოს მყარი და არ უნდა დაირღვეს პირობები, რაც ადრე ხდებოდა.

"ქუთაისში ჩვენი ყოფნის მიზეზი ქუთაისის "ტორპედოა". გვსურს ამ კლუბის შეძენა, ქალაქის წარმომადგენლობასთან მოლაპარაკებები წარმატებით გავმართეთ, გვაქვს ამბიციური გეგმები, ისეთი კლუბის შევქმნით, რომელიც ეროვნულ ლიგაში საუკეთესო იქნება," - განაცხადა ფაბიო მანინიმ.

ინვესტორის მთავარი ამოცანა ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება და "კრისტლაბეთ ეროვნულ ლიგაში" ღირსეული გამოსვლა იქნება.

ცნობისთვის, კლუბ "ტორპედოს" გადასარჩენად  ქუთაისში გულშემატკივრები საპროტესტო აქციებს მართავდნენ. "ტორპედო" რამდენიმე ფეხბურთელმა დატოვა.

გულშემატკივრები ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებდნენ, რადგან კლუბი სპორტული ცხოვრებიდან არ გამქრალიყო.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system