თავში

ლამბორჯინის ევროპის თასის ტიტული შოთა აფხაზავამ მოიპოვა - PHOTO

ლამბორჯინის ევროპის თასის ტიტული შოთა აფხაზავამ მოიპოვა
ლამბორჯინის ევროპის თასის ტიტული შოთა აფხაზავამ მოიპოვა - PHOTO

ლამბორჯინის ევროპის თასის ტიტული შოთა აფხაზავამ დამაჯერებელი გამარჯვებით მოიპოვა Pro-Am კატეგორიაში. რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომის მფლობელი, მრბოლელი შოთა აფხაზავა შეჯიბრში მონაწილეობდა საქართველოს სახელით ArtLine Team Georgia-ი # 12-სთან ერთად.

"შეჯიბრში მოვიგეთ და საქართველოს დროშა ავაფრიალეთ. ეს ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. რუსთავის ავტოდრომის ინფრასტრუქტურა გვიწყობს ხელს იმაში, რომ მივიღოთ სხვადასხვა ქვეყნის მრბოლელები სავარჯიშოდ საერთაშორისო დონის ტრეკზე. მიხარია, რომ საქართველოში გამარჯვებულები ვბრუნდებით “, - აცხადებს შოთა აფხაზავა.

26-27 ოქტომბერს ესპანეთის ქალაქ „ხერესში“ LAMBORGHINI SUPER TROFEO 2019 მსოფლიო ფინალი გაიმართა.შეჯიბრი წლის განმავლობაში სხვადასხვა ქვეყნებში რამდენიმე ეტაპად მიმდინარეობდა, ფინალმა კი, JEREZ DE LA FRONTERA-ში Circuito de Jerez de la Frontera-მ ევროპის, აზიის და ჩრდილოეთ ამერიკის რბოლებში გამარჯვებულებს უმასპინძლა.


ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system