თავში

ლაშა ტალახაძის პირველი ოქრო 2020 წელს - VIDEO

ლაშა ტალახაძის პირველი ოქრო 2020 წელს
ლაშა ტალახაძის პირველი ოქრო 2020 წელს - VIDEO

იტალიაში მიმდინარე ძალოსანთა მსოფლიო თასის გათამაშებაზე ლაშა ტალახაძემ  ოქროს მედალი მოიპოვა.

ძალოსანმა ატაცში 200, 210 და 215 კგ. დაძლია და ჩემპიონი გახდა. 

აღსანიშნავია, რომ ეს ლაშა ტალახაძის პირველი ოქროა 2020 წელს. 

ცნობისთვის, იტალიის დედაქალაქში ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიადის ლიცენზიებიც თამაშდება. 

შეგახსენებთ, რომ ლაშა ტალახაძე მსოფლიოს საუკეთესო მამაკაცი ძალოსნის ტიტულისათვის იბრძვის. ონლაინ-გამოკითხვა ძალოსნობის საერთაშორისო ფედერაციის ვებ-გვერდზე მიმდინარეობს.

სოციალური ქსელის მომხმარებლები, მათ შორის განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ოფიციალური გვერდი, მოუწოდებენ გამომწერებს, ხმა მისცენ ქართველ სპორტსმენს. ხმის მიცემა შესაძლებელია 10 თებერვლის ჩათვლით.

შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო ძალოსნობის ფედერაციის 2017 და 2018 წლების გამოკითხვაში საუკეთესოს ტიტულს სწორედ ლაშა ტალახაძე დაეუფლა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system