თავში

"რვა ერზე" იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს

"რვა ერზე" იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს
რვა ერზე იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს

შემოდგომაზე გასამართ „რვა ერის“ ტურნირზე იაპონიას საქართველო ჩაანაცვლებს.ამის შესახებ Bbc-ის შოტლანდიური გამოცემის ჟურნალისტი ტომ ინგლიში წერს.

სტატიის მიხედვით, შოტლანდიის ნაკრებისა და „ბორჯღალოსნების“ დაპირისპირება „მარიფილდზე“, 24 ოქტომბერსაა დაგეგმილი. გუნდებს შორის მეორე მატჩიც უნდა შედგეს, რომელიც უკვე „რვა ერის“ ფარგლებში ჩატარდება.

ინგლისი, უელსი, ირლანდია და ფიჯი ერთ ჯგუფში იასპარეზებენ, ხოლო საქართველოს ტურნირზე ჩართვის შემთხვევაში ჩვენი მეტოქეები იტალია, საფრანგეთი და შოტლანდია იქნებიან. ტურნირი 14 ნოემბერს დაიწყება და ხუთ დეკემბერს დასრულდება. 

შეგახსენებთ, რომ იაპონიის ნაკრები „რვა ერის“ გათამაშებაში ვეღარ ჩაერთვება. იაპონიის რაგბის კავშირის გადაწყვეტილების მიზეზი კორონავირუსის პანდემიით გამოწვეული პრობლემებია. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system