თავში

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დოჰაში გაემგზავრა

საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დოჰაში გაემგზავრა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები დოჰაში გაემგზავრა

11-13 იანვარს 2021 წლის ძიუდოს პირველი დიდი საერთაშორისო ტურნირი - დოჰას მასტერსი ჩატარდება. საქართველოს

ძიუდოისტთა ნაკრები ყატარის დედაქალაქში დღეს გაემგზავრა.შეჯიბრზე თითოულ წონით კატეგორიაში 36 საუკეთესო ძიუდოისტი იბრძოლებს. ნაკრები 13 ვაჟისა და 2 ქალისგანაა დაკომპლექტებული. 

ვაჟთა შორის მედლებისთვის ლუხუმ ჩხვიმიანი, თემურ ნოზაძე (ორივე – 60 კგ.), ბაგრატ ნინიაშვილი, ვაჟა მარგველაშვილი (ორივე – 66 კგ.), ლაშა შავდათუაშვილი (73 კგ.), ლუკა მაისურაძე, ტატო გრიგალაშვილი (ორივე – 81 კგ.), ლაშა ბექაური, ბექა ღვინიაშვილი (ორივე – 90 კგ.), ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.), გურამ თუშიშვილი, გელა ზაალიშვილი და ლევან მატიაშვილი (ყველა +100 კგ.) იბრძოლებენ, ქალთა შორის კი – ტატიანა ლევიცკა-შუკვანი (52 კგ.) და ეთერ ლიპარტელიანი (57 კგ.).

შეჯიბრების განრიგი კი ასე გამოიყურება:

11 იანვარი – კაცები (60, 66 კგ.), ქალები (48, 52, 57 კგ.);

12 იანვარი – ჯაცები (73, 81 კგ.), ქალები – (63, 70 კგ.),

13 იანვარი – კაცები (90, 100, +100 კგ.), ქალები – (78, +78 კგ.).

გასულ წელს მასტერსი კორონავირუსის გამო ვერ ჩატარდა, 2019 წელს კი, ჩინეთში ცინდაოს მასტერსზე ქართულმა დელეგაციამ 3 მედალი მოიპოვა: ოქროს მედალი ლაშა ბექაურმა მოიპოვა (90 კგ.) ხოლო ბრინჯაოს მედლებს ვაჟა მარგველაშვილი (66 კგ.) და ვარლამ ლიპარტელიანი (100 კგ.) დაეუფლნენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system