თავში

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია თორნიკე შენგელიას ტრანსფერს გამოეხმაურა

საქართველოს კალათბურთის ფედერაცია თორნიკე შენგელიას ტრანსფერს გამოეხმ
საქართველოს კალათბურთის ფედერაცია თორნიკე შენგელიას ტრანსფერს გამოეხმაურა

თორნიკე შენგელიას "ცსკა"-ში გადასვლას საქართველოს კალათბურთის ფედერაცია განცხადებით გამოეხმაურა. 

„საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ეხმაურება თორნიკე შენგელიას მოსკოვის ცსკა-ში გადასვლას და დარწმუნებულია, რომ როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, თუ რომელი კლუბის რიგებში ირიცხებოდა, თორნიკე ყოველთვის იცავდა და დაიცავს თავის სამშობლოსა და ეროვნული ნაკრების ღირსებასა და ინტერესებს.

საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანი კიდევ არაერთხელ გაგვახარებს თავისი წარმატებული სპორტული კარიერით და მისი ლიდერობით საქართველოს ეროვნული ნაკრები აუცილებლად მიაღწევს მნიშვნელოვან გამარჯვებებს!

წარმატებები, თოკო!"

შეგახსენებთ რომ საქართველოს ნაკრების კაპიტანმა თორნიკე შენგელიამ, მოსკოვის "ცსკა"-სთან სამწლიანი კონტრაქტი გააფორმა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system