თავში

საქართველოს თასზე პირველი ეტაპის წყვილები ცნობილია

საქართველოს თასზე პირველი ეტაპის წყვილები ცნობილია
საქართველოს თასზე პირველი ეტაპის წყვილები ცნობილია

ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრა გაიმართა.

წილისყრაში მონაწილეობდა ლიგა 4-დან 16 გუნდი, ხოლო ლიგა 3-ის და ეროვნული ლიგა 2-ის 10-10 წარმოამდგენელი. დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი პირველი ეტაპის მატჩებით 22 აგვისტოს დაიწყება.

პირველი ეტაპის 18 გამარჯვებულთან ერთად, დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეორე ეტაპზე ეროვნული ლიგის ის 6 გუნდი ჩაერთვება, რომლებიც მომავალ სეზონში ევრო ტურნირებზე არ იასპარეზებს. ევროტასებსი მონაწილეები კი მეოთხედფინალებიდან ითამაშებენ.

დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის პირველი და მეორე ეტაპის წილისყრასთან ერთად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციაში ლიგა 4-ის 2020 წლის სეზონის წილისყრაც შედგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system