თავში

შუმახერის ყოფილი ინჟინერი ავარიაში დაიღუპა

შუმახერის ყოფილი ინჟინერი ავარიაში დაიღუპა
შუმახერის ყოფილი ინჟინერი ავარიაში დაიღუპა

50 წლის აეროდინამიკის ინჟინერი ანტონია ტერზის დიდ ბრიტანეთში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაიღუპა.

ის ერთ-ერთი პირველი ქალი იყო, რომელიც F1-ში ხელმძღვანელის პოზიციაზე დანიშნეს.  სწორედ მისი იდეა იყო უილიამსის ბოლიდის (FW26) ლეგენდარული ცხვირის შექმნა, სწორედ ამ პერიოდში ის შუმახერთან ერთად მუშაობდა.

„ღრმად ვწუხვართ ჩვენი ყოფილი კოლეგის და აეროდინამიკის უფროსის ანტონია ტერზის წასვლით. ამ რთულ დროს, ჩვენ ვფიქრობთ ანტონიას მეგობრებსა და ოჯახზე“, - წერია უილიამსის Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე.

ტერზი ავსტრალიაში გადასვლას და კანბერას უნივერსიტეტში პედაგოგიური კარიერის დაწყებას აპირებდა. მანამდე მას ასისტენტ-პროფესორის თანამდებობა ეკავა დელფტის უნივერსიტეტში.

ტერზის პროექტებს შორის განსაკუთრებულია სუპერბუსი, სრულად ელექტრო მანქანა, რომელსაც შეუძლია გადაიყვანოს 23 მგზავრი და მიაღწიოს წარმოუდგენელ სიჩქარეს  250 კმ/ საათში.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system