თავში

სიცხიან მაყურებელს ოლიმპიადა-2020-ზე არ დაუშვებენ

​სიცხიან მაყურებელს ოლიმპიადა-2020-ზე არ დაუშვებენ
სიცხიან მაყურებელს ოლიმპიადა-2020-ზე არ დაუშვებენ

მაყურებლები, რომელთა ტემპერატურა 37,5-ზე მეტი იქნება, ტოკიოში ოლიმპიურ ობიექტებზე არ დაიშვებიან, - ამის შესახებ "ტოკიო-2020-ის" საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელმა, სეიკო ჰაშიმოტომ განაცხადა.

"ეს კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით კეთდება", - განაცხადა მან,

ჰაშიმოტოს თქმით, სკრინინგი თერმოგრაფისა და უკონტაქტო თერმომეტრის საშუალებით განხორციელდება.

ამასთან, საორგანიზაციო კომიტეტის გადაწყვეტილებით, სპორტულ ობიექტებზე ალკოჰოლის გაყიდვა აიკრძალება.

სპორტულ ღონისძიებაზე დამსწრე მაყურებელი ვალდებული იქნება, ბილეთები 2 კვირის შემდეგაც შეინახოს, რათა კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევაში მისი კონტაქტების დადგენა მოხდეს.

ცნობისთვის, ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ორგანიზატორებმა დააწესეს, რომ თამაშებს 10 ათასი იაპონელი მაყურებელი დაესწრება და სპორტული ობიექტების არაუმეტეს 50% იქნება შევსებული.

შეგახსენებთ, ტოკიოს ოლიმპიადა გასულ წელს უნდა გამართულიყო, მაგრამ კორონავირუსის პანდემიის გამო, საერთაშორისო სპორტული შეჯიბრებები ერთი წლით გადაიდო. თამაშები 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე გაიმართება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system