თავში

სტენლის თასის ოთხგზის მფლობელი ჯორჯ არმსტრონგი გარდაიცვალა

​სტენლის თასის ოთხგზის მფლობელი ჯორჯ არმსტრონგი გარდაიცვალა
სტენლის თასის ოთხგზის მფლობელი ჯორჯ არმსტრონგი გარდაიცვალა

"Toronto Maple Leafs-ის" მოთამაშე, სტენლის თასის ოთხგზის მფლობელი ჯორჯ არმსტრონგი 90 წლის ასაკში გარდაიცვალა. ინფორმაციას ამის შესახებ ჰოკეის კლუბის პრესსამსახური ავრეცელებს.

”ჩვენ სამძიმარს ვუცხადებთ ჯორჯის მეუღლეს ბეტის, მათ შვილებს, შვილიშვილებს და არმსტრონგის მთელ ოჯახს”, - აღნიშნულია განცხადებაში.

ჯორჯ არმსტრონგი "Toronto Maple Leafs-ის" თავდამსხმელი 1946-1971 წლებში იყო და გუნდის კაპიტნობას 13 სეზონის განმავლობაში ეწეოდა. ამ დროის განმავლობაში მან ჰოკეის ეროვნული ლიგის (NHL) რეგულარულ ჩემპიონატში 1188 მატჩი ჩაატარა, რომელშიც 713 ქულა დააგროვა.

გუნდთან ერთად, არმსტრონგმა NHL პლეი-ოფში ოთხჯერ მოიპოვა გამარჯვება(1962-1964, 1967). 1975 წელს იგი ჰოკეის დიდების დარბაზში შეიყვანეს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system