თავში

ტოკიოს ოლიმპიადის კოვიდინფიცირებულ სპორტსმენებს ცალკე სასტუმროში განათავსებენ

ტოკიოს ოლიმპიადის კოვიდინფიცირებულ სპორტსმენებს ცალკე სასტუმროში განათავსებენ
ტოკიოს ოლიმპიადის კოვიდინფიცირებულ სპორტსმენებს ცალკე სასტუმროში განათავსებენ

ტოკიოს ოლიმპიადის ორგანიზატორები ოლიმპიური ქალაქის მახლობლად მდებარე სასტუმროში 300 ოთახს მოამზადებენ, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული მსუბუქი სიმპტომების მქონე სპორტსმენები განთავსდებიან. ინფორმაციას ამის შესახებ Reuters ავრცელებს

ოთახები დაეთმობა იმ სპორტსმენებსა და პერსონალს, ვინც სიმპტომატურია, მაგრამ არ საჭიროებს ჰოსპიტალიზაციას.

ორგანიზატორების თქმით, დაგეგმილია, რომ სპორტსმენები სასტუმროში ათდღიან კარანტინს გაივლიან. გარდა ამისა, დაგეგმილია 30-მდე სპეციალური სატრანსპორტო საშუალების მომზადება, რომელიც COVID-19-ით დაავადებულ სპორტსმენებს მოემსახურება. ტრანსპორტში მძღოლების ინფექციისგან დაცვა მოხდება.

მანამდე ცნობილი გახდა, რომ იაპონია აპირებს, მნიშვნელოვნად შეამციროს ოლიმპიადაში მონაწილეთა რაოდენობა. ორგანიზატორები ოფიციალურ სტუმრებს, რომლებიც უშუალოდ არ არიან დაკავშირებული ოლიმპიადაში მონაწილეობასთან, ქვეყანაში გამგზავრებას არ ურჩევენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system