თავში

ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წესები გამოქვეყნდა

​ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წესები გამოქვეყნდა
ტოკიოს ოლიმპიური თამაშების წესები გამოქვეყნდა

საერთაშორისო ოლიმპიურმა კომიტეტმა (IOC), საერთაშორისო პარაოლიმპიურმა კომიტეტმა და ტოკიო 2020-ის საორგანიზაციო კომიტეტმა იაპონიაში ოლიმპიური და პარაოლიმპიური თამაშების წესების პირველი ვერსია წარმოადგინეს.

სპორტსმენებს მოეთხოვებათ, გამოიყენონ პროგრამა, რომელშიც ისინი შეიყვანენ მონაცემებს ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, მაქსიმალურად აარიდებენ თავს სხვებთან ფიზიკურ კონტაქტს, ხელის ჩამორთმევის ჩათვლით, ერთმანეთთან ორმეტრიან დისტანციას დაიცავენ და მოქმედებების გეგმას შეადგენენ. ამასთან, სპორტსმენებს კონკურსზე მაყურებლის სტატუსით დასწრება აეკრძალება.

ტოკიოში გამგზავრებამდე ყველა სპორტსმენმა კორონავირუსზე ტესტის უარყოფითი პასუხი უნდა წარადგინოს.

წესების შემდეგი ვერსია აპრილისთვის იქნება ხელმისაწვდომი.

ტოკიოში ოლიმპიური თამაშები 2020 წლის 24 ივლისიდან 9 აგვისტომდე უნდა ჩატარებულიყო. კორონავირუსის პანდემიის გამო, შეჯიბრი ერთი წლით გადაიდო და ახლა 2021 წლის 23 ივლისიდან 8 აგვისტომდე, პარაოლიმპიური თამაშები კი 24 აგვისტოდან 5 სექტემბრამდე ჩატარდება.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system