თავში

აქციის მონაწილეებმა თეთრ სახლში შეჭრა სცადეს - VIDEO

აქციის მონაწილეებმა თეთრ სახლში შეჭრა სცადეს - VIDEO
აქციის მონაწილეებმა თეთრ სახლში შეჭრა სცადეს - VIDEO

ვაშინგტონში, თეთრ სახლთან უკვე მეორე დღეა მომიტინგეები აქციებს მართავენ. 

მას შემდეგ, რაც აქციის მონაწილეებმა ლითონის ბარიერების გადალახვა სცადეს და  სპეცსამსახურის რამდენიმე თანამშრომელს ფიზიკურად გაუსწორდნენ, პოლიციამ მათ ნააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. 

მომიტინგეებმა ცეცხლი წაუკიდეს მანქანებს და ნაგვის ურნებს, ჩაამსხვრიეს მიმდებარე მაღაზიების ფანჯრები. 

აშშ-ის ყოფილმა ვიცე-პრეზიდენტი და ქვეყნის საპრეზიდენტო არჩევნებში „დემოკრატიული პარტიის“ კანდიდატი, ჯო ბაიდენი ქვეყანაში ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეულ საპროტესტო აქციებს გამოეხმაურა. მან აღნიშნა, რომ ამერიკელებს უსამართლობის მიმართ საკუთარი აზრის გამოხატვის უფელაბა გააჩნიათ, თუმცა მათი მხრიდან ძალმომრეობითი ქმედებები გაუმართლებელია. 

აშშ-ის 25 ქალაქში კომენდანტის საათი გამოცხადდა.

აშშ-ის 17 ქალაქში, ჯორჯ ფლოიდის გარდაცვალებით გამოწვეული საპროტესტო აქციების გამო, სამართალდამცველებმა დაახლოებით 1,400 ადამიანი დააკავეს

შეგახსენებთ, აშშ-ში მასშტაბური საპროტესტო აქციები რამდენიმე დღეა გრძელდება. მომიტინგეები გასულ კვირას მინეაპოლისში 46 წლის ადგილობრივი აფროამერიკელის ჯორჯ ფლოიდის მკვლელობას აპროტესტებენ. ფლოიდი სამართალდამცავებმა მანქანიდან გადმოიყვანეს, ბორკილები დაადეს და ასფალტზე დააწვინეს, ხოლო ერთი ოფიცერი ჯორჯს კისერზე ფეხით აწვებოდა. თვითმხილველთა თქმით, დაკავებული პოლიციას ეუბნებოდა, რომ მას სუნთქვა არ შეეძლო. მალევე მან გონება დაკარგა და მოგვიანებით ჯორჯ ფლოიდი საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system