თავში

ალეკ ბოლდუინისა და მოკლული ოპერატორის ოჯახის შეხვედრის ფოტოები ვრცელდება - PHOTO

ალეკ ბოლდუინისა და მოკლული ოპერატორის ოჯახის შეხვედრის ფოტოები ვრცელდება - PHOTO
ალეკ ბოლდუინისა და მოკლული ოპერატორის ოჯახის შეხვედრის ფოტოები ვრცელდება - PHOTO

მსახიობი ალეკ ბოლდუინი შეხვდა იმ ოპერატორის მეუღლესა და ვაჟს, რომელიც, რამდენიმე დღის წინ, გადასაღებ მოედანზე, მის მიერ გასროლილ ტყვიას ემსხვერპლა. ინფორმაციას Fox News ავრცელებს.

მედიამ მსახიობი სანტა-ფესთან, ნიუ მექსიკოში, იმ სასტუმროსთან დააფიქსირა, სადაც ჰალინა ჰატჩინსის მეუღლე და 9 წლის ვაჟი იმყოფებოდნენ. 

შეგახსენებთ, 22 ოქტომბერს დილით, მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მსახიობმა ალეკ ბოლდუინმა, ფილმის გადაღებების რეპეტიცაზე სარეკვიზიტო ცეცხლსასროლი იარაღიდან ორჯერ გაისროლა, რის შედეგად ოპერატორი ქალი დაიღუპა. გარდაცვლილია 42 წლის უკრაინული წარმოშობის ოპერატორი, ჰალინა ჰატჩინსი.

ამასთან, დაჭრილია ფილმის რეჟისორიც. ჯოელ სოუსა, რომელსაც ალეკ ბოლდუინის საბედისწერო გასწოლის შედეგად, მხარში ტყვიის ნამსხვრევი მოხდა, საავადმყოფოდან მალევე გაწერეს.

პოლიციამ ბოლდუინი დაკითხა და დაუყოვნებლივ გაათავისუფლა. ჯერ-ჯერობით უცნობია, წაუყენებენ თუ არა მას ბრალს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system