თავში

ალი ჰამენეის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანს სულეიმანის მკვლელობაზე შურისძიება ჯერ არ დაუსრულებია

​ალი ჰამენეის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანს სულეიმანის მკვლელობა
ალი ჰამენეის წარმომადგენელი აცხადებს, რომ ირანს სულეიმანის მკვლელობაზე შურისძიება ჯერ არ დაუსრულებია

ირანის ძალებმა სულეიმანის მკვლელობაზე აშშ-სთვის შურისძიება ჯერ არ დაუსრულებია. ამის შესახებ ქვეყნის სულიერი ლიდერის მრჩეველმა, ალი შირაზიმ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო Fars ავრცელებს.

"არ არის აუცილებელი, რომ საპასუხო ქმედებებს მხოლოდ ირანი ახორციელებდეს, თუმცა წინააღმდეგობის ფრონტი, თავის მხრივ, აქტიურად იძიებს შურს", - აღნიშნა შირაზიმ.

წინააღმდეგობის ფრონტს ირანში რეგიონში არსებულ ყველა სამოკავშირეო ძალას უწოდებენ, რომელიც აცხადებს, რომ მისის ამოცანა "მსოფლიო იმპერიალიზმისთვის" წინააღმდეგობის გაწევაა. 

შშ-მა ერაყში ქასემ სულეიმანის ლიკვიდაციის სპეცოპერაცია ჩაატარა, რაც, მათი თქმით, პასუხი იყო ბაღდადში, აშშ-ის საელჩოსთან გამართულ საპროტესტო აქციაზე, რომელიც, თეთრი სახლის განცხადებით, ირანის მიერ იყო პროვოცირებული. ამ ფაქტს რეგიონში ვითარების უკიდურესად დაძაბვა მოჰყვა. ირანმა ერაყში, აშშ-ის ბაზაზე სარაკეტო იერიში განახორციელა.

მსოფლიო თანამეგობრობა მხარეებს მდგომარეობის დეესკალაციისა და დიალოგისკენ მოუწოდებენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system