თავში

არიდებს თუ არა "ომიკრონი" თავს ვაქცინებს - ჯანმო-ს განმარტება

არიდებს თუ არა "ომიკრონი" თავს ვაქცინებს - ჯანმო-ს განმარტება
არიდებს თუ არა ომიკრონი თავს ვაქცინებს - ჯანმო-ს განმარტება

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის წარმომადგენლის, მაიკ რაიანის თქმით, ამჟამინდელი ვაქცინები კორონავირუსის მძიმე შემთხვევებისგან ადამიანებს, მათ შორის "ომიკრონით" ინფიცირებულებს, კვლავინდებურად იცავენ. ინფორმაციას BBC ავრცელებს.

სამხრეთ აფრიკაში ახალი ვარიანტის პირველმა ლაბორატორიულმა ცდებმა აჩვენა, რომ მას შეუძლია, Pfizer ვაქცინის დაცვას თავი ნაწილობრივ აარიდოს. თუმცა, რაიანის თქმით, ჯერჯერობით არ არსებობს მტკიცებულება, რომ "ომიკრონი" ვაქცინების მოქმედებას თავს სხვა შტამებზე მეტად აცილებს.

"ჩვენ გვაქვს უაღრესად ეფექტური ვაქცინები, რომლებიც ამ დროისთვის მძიმე ავადმყოფობისა და ჰოსპიტალიზაციის თვალსაზრისით ველა ვარიანტის წინააღმდეგ ეფექტურობას ადასტურებს", - აღნიშნა რაიანმა.

მისი თქმით, პირველადი მტკიცებულებები მოწმობს, რომ ინფიცირების შემთხვევაში ადამიანებს "ომიკრონი" "დელტაზე", ან სხვა შტამებზე მძიმედ არ გადააქვთ.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system