თავში

აშშ-მა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვა აკრძალა

აშშ-მა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვა აკრძალა
აშშ-მა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვა აკრძალა

აშშ-ის წარმომადგენელთა პალატამ  მხარი დაუჭირა საუდის არაბეთისთვის იარაღის მიყიდვის აკრძალვას. ამის შესახებ ინფორმაციას The Hill ავრცელებს.

ინიციატივას მხარი დაუჭირა 350-მა კონგრესმენმა, ხოლო 71  წინააღმდეგი იყო. შემდეგ ეტაპზე პროექტი სენატმა უნდა დაამტკიცოს.

სავარაუდოდ, იარაღის გაყიდვებზე შეზღუდვა ძალაში დარჩება მანამ, სანამ საუდის არაბეთის ხელისუფლება არ დაამტკიცებს, რომ ის აღარ რეპრესირებს დისიდენტებს. 

შეგახსენებთ, 26 თებერვლს, აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები სავიზო სანქციებს უწესებს საუდის არაბეთის 76 მოქალაქეს, რომლებიც, სავარაუდოდ, ემუქრებოდნენ უცხოეთში მყოფ დისიდენტებს და მონაწილეობდნენ ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშოგის მკვლელობაში.

საუდის არაბეთის მემკვიდრე პრინცმა, მოჰამედ ბინ სალმანმა მხარი დაუჭირა და, სავარაუდოდ, 2018 წელს ოპოზიციონერი ჟურნალისტის, ჯამალ ჰაშოგის მკვლელობის ბრძანება პირადად გასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system