თავში

აშშ Pfizer-ის აბების შესყიდვებს აორმაგებს

​აშშ Pfizer-ის აბების შესყიდვებს აორმაგებს
აშშ Pfizer-ის აბების შესყიდვებს აორმაგებს

აშშ-ის ხელისუფლებამ გადაწყვიტა, Pfizer-ის, კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების შესყიდვების მოცულობა გაეორმაგებინა. ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა განაცხადა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას Reuters ავრცელებს. 

თავდაპირველად ვაშინგტონი პრეპარატის 10 მილიონი დოზის შეძენას გეგმავდა.

თეთრ სახლში გამოსვლისას, ბაიდენმა აღნიშნა, რომ Pfizer-ის აბებს შეუძლიათ, "ძირეულად შეცვალონ გავლენა", რომელსაც COVID-19 პანდემია ქვეყანაზე ახდენს. მან ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ში კორონავირუსზე ტესტების ნაკლებობაა.

ცნობისთვის, ბოლო კვლევების თანახმად, კორონავირუსის საწინააღმდეგო ექსპერიმენტული აბი, რომელიც Pfizer-მა შექმნა, ჰოსპიტალიზაციის ან სიკვდილის რისკს 89%-ით ამცირებს. Pfizer იმედოვნებს, რომ საბოლოოდ შეძლებს, შესთავაზოს აბი სახელწოდებით Paxlovid, რათა ადამიანებმა მისი გამოყენება სახლის პირობებში შეძლონ.

ევროპის წამლის სააგენტომ (EMA) Pfizer-ის მიერ შექმნილი, კორონავირუსის საწინააღმდეგო აბების გადაუდებელ შემთხვევებში ადრეულ ეტაპებზე გამოყენების ნებართვა გასცა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system