თავში

აზერბაიჯანი თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დამყარებას მხარს უჭერს

​აზერბაიჯანი თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დამ
აზერბაიჯანი თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დამყარებას მხარს უჭერს

აზერბაიჯანი მხარს უჭერს თურქეთსა და სომხეთს შორის ურთიერთობების დამყარებას. ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა. Report.ge-ს ცნობით, ინფორმაციას აზერბაიჯანული მედია ავრცელებს.

მისი თქმით, ეს თანამშრომლობარეგიონული თანამშრომლობის განვითარებას შეუწყობს ხელს.

ამასთან, ბაირამოვმა აღნიშნა, რომ ორმხრივი ურთიერთობების დამყარების საფუძველი შეიძლება იყოს მხოლოდ საერთაშორისო სამართალი, რომელსაც ყოველთვის იცავდნენ როგორც აზერბაიჯანი, ასევე თურქეთი, მაგრამ არა სომხეთი.

ცნობისთვის, თურქეთისა და სომხეთის სპეციალური წარმომადგენლების პირველი შეხვედრა მოსკოვში გაიმართება. სომხეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის საკითხებში თურქეთის სპეციალურ წარმომადგენლად ქვეყნის ყოფილი ელჩი, სერდარ ქილიჩი დაინიშნა. 

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system