თავში

ბავშვებში "ომიკრონის" უჩვეულო სიმპტომი დასახელდა

​ბავშვებში "ომიკრონის" უჩვეულო სიმპტომი დასახელდა
ბავშვებში ომიკრონის უჩვეულო სიმპტომი დასახელდა

კორონავირუსის შტამით, "ომიკრონით" ინფიცირებულ ბავშვებს, შესაძლოა, უცნაური გამონაყარი გაუჩნდეთ. ამის შესახებ ბრიტანელმა ექიმმა დევიდ ლოიდმა განაცხადა. ინფორმაციას Sky News ავრცელებს.

მედიკოსმა აღნიშნა, რომ "ომიკრონით" ინფიცირებულ ბავშვებში სიმპტომები მოზრდილებისგან განსხვავდება.

"დაღლილობას, თავის ტკივილსა და მადის დაკარგვას გამონაყარი ემატება”, - განაცხადა მან.

ლოიდმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ COVID-19-ით დაავადებულ პაციენტთა მცირე ჯგუფს ყოველთვის ჰქონდა გამონაყარი, თუმცა, მისი თქმით, „ომიკრონით ინფიცირებული ბავშვების 15 პროცენტს უჩვეულო გამონაყარი აქვს.

ექიმმა დასძინა, რომ ექიმები თანდათან ვირუსის ამ შტამის შესახებ უფრო მეტს სწავლობენ.

"იმედი ვიქონიოთ, რომ ეს ვარიანტი არ არის ისეთი მომაკვდინებელი, როგორც "დელტა" და ჩვენ შევძლებთ, გავუმკლავდეთ მას. მაგრამ დიახ, დრო საგანგაშოა", - დაასკვნა სპეციალისტმა.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ სამხრეთ აფრიკაში გამოვლენილ კორონავირუსის ახალ ვარიანტს "ომიკრონი“ დაარქვა. "ომიკრონი“ ბერძნული ანბანის მე-15 ასოა (Ο).

COVID-ის ახალი საშიში შტამი ბრიტანელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს. ის წინა შტამებზე უფრო საშიში და ვაქცინებისადმი მდგრადია, თუმცა ჯერჯერობით ფართოდ გავრცელებული არ არის. ექსპერტები თვლიან, რომ COVID-ის ახალი ვარიანტი ბოტსვანაში წარმოიშვა. ამ დროისთვის ამ შტამის 10 შემთხვევა სამ ქვეყანაშია დაფიქსირებული - ბოტსვანაში, სამხრეთ აფრიკასა და ჰონგ-კონგში. ის 32 მუტაციას შეიცავს.

კორონავირუსის ახალი შტამი B1.1.529 აფრიკის ექვს ქვეყანაში აღმოაჩინეს - სამხრეთ აფრიკაში, ბოტსვანაში, ესვატინში, ლესოტოში, ნამიბიასა და ზიმბაბვეში. სხვა სახელმწიფოებმა აფრიკის ქვეყნებთან საჰაერო მიმოსვლის შეზღუდვა უკვე დაიწყეს, მეცნიერები კი განგაშს ტეხენ.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system