თავში

ბეირუთის აფეთქების საქმეზე მინისტრებს დაკითხავენ

​ბეირუთის აფეთქების საქმეზე მინისტრებს დაკითხავენ
ბეირუთის აფეთქების საქმეზე მინისტრებს დაკითხავენ

ლიბანის პროკურატურა ბეირუთის პორტში მომხდარი აფეთქების საქმეზე რამდენიმე ყოფილ და მოქმედ მინისტრს დაკითხავს. ამის შესახებ გაზეთი al-Sharq al-Awsat წერს. გამოცემის ცნობით, დაიკითხებიან ფინანსთა და შრომის მინისტრებიც. ამის შემდეგ საქმე პარლამენტს გადაეცემა.

შეგახსენებთ, ლიბანის დედაქალაქ ბეირუთის პორტთან აფეთქება 4 აგვისტოს მოხდა. ტრაგედიის მიზეზი 2750 ტონა ამონიუმის ნიტრატის გახდა, რომელიც საწყობში უსაფრთხოების ზომების დაცვის გარეშე ინახებოდა.

ლიბანში ბოლო რამდენიმე დღეა საპროტესტო გამოსვლები მიმდინარეობდა. სამართალდამცავებთან შეტაკებები ხდებოდა. მოქალაქეები აფეთქებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებდნენ. 10 აგვისტოს ლიბანის მთავრობა სრული შემადგენლობით გადადგა.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

ეს ახალი ამბები სხვა ენებზეც ხელმისაწვდომია:

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system