თავში

ბრიტანეთი ავღანეთის "შავ სიაში" ჩასმას განიხილავს

​ბრიტანეთი ავღანეთის "შავ სიაში" ჩასმას განიხილავს
ბრიტანეთი ავღანეთის შავ სიაში ჩასმას განიხილავს

ბრიტანეთის მთავრობა განიხილავს წინადადებას, რომელიც ქაბულში ხელისუფლების თალიბების მიერ ჩაგდების შემდეგ ავღანეთის "შავ სიაში" შეყვანას ითვალისწინებს. ამის შესახებ The Telegraph ავრცელებს.

გავრცელებული ცნობით, ლონდონმა, შესაძლოა, სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დააწეროს ავღანეთში ჩასვლაზე. მედიის ინფორმაციით, არსებობს შიში, რომ ბრიტანელები ტერორისტულ ორგანიზაციებს შეუერთდებიან. ავღანეთის აკრძალულ ნუსხაში შეყვანა ხელისუფლებას საშუალებას მისცემს, სულ მცირე, 10 წლით დააპატიმროს მოქალაქეები, ვინც ამ ქვეყანაში ჩავა.

"შავ სიაში", შესაძლოა, მთელი ავღანეთი, ან მისი ნაწილი მოხვდეს.

ამ საკითხზე დიდი ბრიტანეთის მინისტრთა კაბინეტი 29 აგვისტოს იმსჯელებს.

რადიკალურმა მოძრაობამ "თალიბანი" ავღანეთის დედაქალაქი ქაბული 15 აგვისტოს აიღო. ავღანეთის პრეზიდენტმა აშრაფ ღანიმ, შტაბის უფროსთან და ეროვნული უსაფრთხოების მრჩეველთან ერთად, ქვეყანა დატოვა. ღანის თქმით, მან ქვეყანა ქაბულში სისხლისღვრის თავიდან ასაცილებლად დატოვა.

დედაქალაქ ქაბულის აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე დიდი რაოდენობით ხალხი შეიჭრა. ისინი ქვეყნის დატოვებას ცდილობდნენ. ადამიანები აეროპორტის ტერიტორიაზე ამ დრომდე რჩებიან.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system