თავში

ჩილეში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი აღარ გაიმართება

​ჩილეში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი აღარ გაი
ჩილეში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი აღარ გაიმართება

ჩილეს პრეზიდენტმა, სებასტიან პინიერამ განაცხადა, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ნოემბერში აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის სამიტი და კლიმატის დეკემბერში დაგეგმილი ფორუმი აღარ გაიმართება.

ჩილეს ლიდერის თქმით, ამ ეტაპზე ქვეყანა შიდა სოციალური კონფლიქტების მოგვარებაზე უნდა იყოს კონცენტრირებული.

ბოლო პერიოდში ჩილე მასობრივმა საპროტესტო აქციებმა მოიცვა. 29 ოქტომბერს ჩილეს ადამიანის უფლებების ეროვნულმა ცენტრმა ქვეყანაში საპროტესტო აქციებზე დაშავებულთა და დაკავებულთა შესახებ მონაცემები გამოაქვეყნა. უფლებადამცველების თქმით, სტაციონარში 1132 ადამიანია მოთავსებული, რომელთა უმეტესობას ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობები აქვს.

ტექსტში შეცდომის აღმოჩენისას, გთხოვთ, მონიშნოთ არასწორი ნაწილი და დააჭირეთ Ctrl + Enter.

კატეგორიის სხვა ახალი ამბები

ბოლო სიახლეები

ბოლო სიახლეები



orphus_system